ეს კომპანია შევქმენით იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო გარემო. ჩვენი უპირველესი მიზანია დავიცვათ ადამიანები საწარმოო რისკებისაგან და დავნერგოთ ორგანიზაციებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომის უსაფრთხოების, გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სისტემები.

შრომის უსაფრთხოების სისტემების შექმნა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისათვის სტრატეგიის განსაზღვრა შეუძლებელია პროფესიონალების გარეშე. სწორედ ამიტომ შევკრიბეთ ამ დარგის სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც სხვადასხვა სექტორში საერთაშორისო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

„ებგური“ გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებას, რაც თავიდან აგაცილებთ მოსალონელ საფრთხეებს სამუშაო ადგილებზე და ამით დაიცავთ თითოეული დასაქმებულის შრომით უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. ჩვენი კომპანიის ექსპერტები და ტრენერები ნემისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწევენ კონსულტაციას და დაეხმარებიან სათანადოდ შეაფასონ რისკები და შეადგინონ სამოქმედო გეგმა, რათა დროულად მოხდეს უბედური შემთხვევების გამომწვევი ფაქტორების პრევენცია.

იყავი პირველი! დაიცავი საკუთარი ბიზნესი და თანამშრომლები უსაფრთხოების რისკებისგან!